„მილანმა“ ფორვარდი „მონაკოდან“ ინათხოვრა

0
3

„მილანმა“ ფრანგული „მონაკოდან“ იჯარით თავდამსხმელი პიეტრო პელეგრი დაიმატა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესამსახური იუწყება.

20 წლის იტალიელი ფეხბურთელი „როსონერიში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. „მილანს“ მისი გამოსყიდვის უფლება აქვს, რაც სავალდებულო გარკვეული პირობების შემთხვევაში გახდება.

პელეგრი მილანელთა რიგებში 64-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის „ჯენოას“ აღზრდილია და „მონაკოში“ 2017 წლიდან გამოდის. გასულ სეზონში იტალიელმა ფორვარდმა ფრანგულ გუნდში ყველა ტურნირში 17-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.