ჰარი კეინი „ტოტენჰემში“ რჩება

0
4

ჰარი კეინი მიმდინარე ზაფხულში კლუბს არ შეიცვლის და 2021-2022 წლების სეზონს ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ გაატარებს.

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონელთა კაპიტანმა ამის შესახებ თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა:

„დაუჯერებელი იყო იმ დახვედრის ნახვა, რომელიც „დეზების“ გულშემატკივრებმა მომიწყვეს. დაუჯერებელია ყველა მხარდამჭერი შეტყობინების წაკითხვა, რომელსაც ბოლო კვირებში ვიღებდი.

მიმდინარე ზაფხულში 100 პროცენტით „ტოტენჰემში“ ვრჩები და კონცენტრირებული ვარ, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“.

კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 337 მატჩში 221 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, განვლილ პერიოდში იჯარი „ლეიტონში“, „მილოულში“, „ნორვიჩში“ და „ლესტერში“ გამოდიოდა.

მან საერთო ჯამში კარიერაში 402 შეხვედრა გამართა და მეტოქეთა კარი 237-ჯერ აიღო.