ყაზაიშვილი ეროვნულ ნაკრებში დუბლით მოდის

0
5

საქართველოს ნაკრებში გამომგზავრებამდე ვაკო ყაზაიშვილმა “ულსან ჰიუნდაის” შემადგენლობაში დუბლი შეასრულა.

სამხრეთ კორეის K ლიგა1 -ის “ულსანი” სტუმრად “სეულს” შეხვდა და ქართველი შემტევი ნახევარმცველის წყალობით 2:1 მოიგო.

ყაზაიშვილმა ანგარიში 34-ე წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის მცველს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა, სამ სეულელს გასცდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან მეკარისგან მარცხენა კუთხეში ბურთი დაბალი ტრაექტორიით ზუსტად გაგზავნა.

34-ე წუთზე, “ულსანის” ფეხბურთელმა მარჯვენა ფლანგიდან პასი მასპინძელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა ყაზაიშვილმა ერთი შეხებით “სეულის” კარი აიღო. მან ულსანელთა შემადგენლობაში პირველი დუბლი მიითვალა.

“სეულმა” ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე 73-ე წუთზე შეამცირა. 29 წლის ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

მან აზიის ჩემპიონთა ლიგაში გამართულ 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

“ულსანი” 51 ქულით 12-გუნდიან სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონს ლიდერობს.