ვოლკოვმა „მაკრატელა“ „ნეფთჩის“ გაუტანა

0
9

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ თავი ქართველმა თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა გამოიჩინა.

„ზირე“, სადაც ვოლკოვი გამოდის, მე-2 ტურშ შინ მოქმედ ჩემპიონ „ნეფთჩის“ შეხვდა და 1:2 წააგო.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ, „ზირეს“ ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი მოიგერია, ხოლო ვოლკოვმა ეფექტური „მაკრატელათი“ ანგარიში შეამცირა.

მან მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა. ცნობისათვის, ვოლკოვმა გუშინდელ მატჩამდე გასულ სეზონში ბოლო გოლი სწორედ „ნეფთჩისთან“ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 მოიგო.

საერთო ჯამში, მან 2020-2021 წლების სეზონში „ზირეში“ 24-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 8-ჯერ აიღო.