ფედერიკო ვალვერდემ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მადრიდელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ურუგვაელმა ნახევარმცველმა ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა.
მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებდა.
ესპანურმა გრანდმა ვალვერდეს გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდი ევრო დააწესა. სწორედ ეს თანხაა დაფიქსირებული ფრანგი ფორბარდის ქარიმ ბენზემას ტრანსფერშიც.
„რეალმა“ ვალვერდე 2016 წელს ურუგვაის „პენიაროლიდან“ შეიძინა. 23 წლის შუახაზელმა „სამეფო კლუბში“ ყველა ტურნირში 104-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.
