ლობჟანიძის საუცხოო სტარტი – ორი გოლი ორ მატჩში

0
9

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგი ახალი სეზონის საუცხოოდ დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა სასტარტო ორ ტურში ორი გოლი გაიტანა.

ლობჟანიძემ, რომელიც ზაფხულში „ჰათაისფორს“ შეუერთდა, ამჯერად თავი „გალათასარაისთან“ სტუმრად ჩატარებულ მატჩში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 წააგო.

მან თავის მე-3 წუთზე გამოიჩინა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ საჯარიმოში მყოფმა ბურთი ორ მცველს შორის მიიღო, შემოტრიალდა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა.

თუმცა, სტუმრებმა უპირატესობე ვერ შეინარჩუნეს და სოფიან ფეგულიმ ანგარიში 30-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო თურქულმა გრანდიდან 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი კრისტიან ლუინდამამ გამოიჩინა.

ლობჟანიძე სწორედ 88-ე წუთზე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელმა პირველ ტურში გოლი „ქასიმფაშასთან“ საშინაო შეხვედრაში გაიტანა.