ანტონიო პრემიერ ლიგაში „ვესტ ჰემის“ საუკეთესო ბომბარდირია

0
8

მაიკლ ანტონიო ინგლისის პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ლონდონის „ვესტ ჰემის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ინგლისის ჩემპიონატის მე-2 ტურში ლონდონელებმა შინ „ლესტერი“ 4:1 დაამარცხეს, ხოლო ინგლისელმა თავდამსხმელმა ორი ბურთი გაიტანა.

შედეგად, მის ანგარიშზე „ვესტ ჰემის“ მაისურით პრემიერ ლიგაში 49 გოლია და მან პაოლო დი კანიოს (47 გოლი) მიღწევა გააუმჯობესა.

მან ეს მიღწევა ორიგინალურად აღნიშნა – მუყაოსგან დამზადებული თავისი ასლი აღმართა.

31 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 3 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ანტონიო „ვესტ ჰემში“ 2015-2016 წლების სეზონიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 181 შეხვედრაში 51 გოლი მიითვალა.

ცნობისთვის, “ვესტ ჰემმა” პრემიერ ლიგაში ტური სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არსებობის ისტორიაში მეორედ დაასრულა. პირველად ეს 2006 წელს მოხდა. ლონდონელებმა მიმდინარე სეზონის პირველ ტურში “ნიუკასლს” 4:2 აჯობეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგა 1992 წლიდან იმართება.