შაქირი კარიერას „ლიონში“ განაგრძობს

0
6

ჯერდან შაქირი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს, რაც ფრანგული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

„ლივერპულმა“ შვეიცარიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ლიონში“ 9,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა.

29 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

„ლივერპულმა“ შაქირი 2018 წლის ივლისში „სტოკ სიტიდან“ 13,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა.

მან განვლილ პერიოდში მერსისაიდელთა მაისურით ყველა ტურნირში 63 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.