მოურინიო 50 თამაშს ყველაზე სწრაფად იგებს

0
4

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „რომამ“ თავის მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინა“ 3:1 დაამარცხა.

მას შემდეგ რაც იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებაზე 3-ქულიანი სისტემა დაინერგა (1994-1995 წლების სეზონი), რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის კოლეგებთან შედარებით 50 გამარჯვებას თავი ყველაზე ნაკლებ მატჩში მოუყარა. მას ამისთვის 70 შეხვედრა დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ რომაელთა გაწვრთნამდე, პორტუგალიელი სპეციალისტი მილანის „ინტერს“ (2008-2010) ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, ზემოთ ნახსენებ ნიშნულს ყველაზე სწრაფად ინგლისის პრემიერ ლიგაში (63 თამაში) და ესპანეთის ლა ლიგაში (62 თამაში) მიაღწია.