„მარსელს“ ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან – დიდი არეულობა ნიცას სტადიონზე

0
4

საფრანგეთის ლიგა 1-ში „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის მატჩი ჩაიშალა.

75-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, „მარსელიდან“ კუთხურს დმიტრი პაიე აწოდებდა, ხოლო ნიცელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან ფეხბურთელს სხვადასხვა საგნები ესროლეს, რის საპასუხოდ სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა მათი მისამართით ბოთლი ისროლა.

ამ ფაქტმა, ადგილობროვი ფანები გააცოფა და ისინი მოედანზე შევარდნენ, გარდა ამისა სიტუაცია გუნდების ფეხბურთელებს შორისაც დაიძაბა და საბოლოოდ, თამაში შეჩერდა.

დაახლოებოთ ერთი საათის შემდეგ, „ნიცას“ ფეხბურთელები და სამსაჯო ბრიგადა მოედანზე გავიდნენ, რათა მატჩი განეახლებინათ. თუმცა, „მარსელმა“ შეხვდრის გაგრძელება იუარა.

აქედან გამომდინარე, მთავარმა მსაჯმა ბენუა ბასტიენმა შეხვედრა ნაადრევად დაასრულა.

ვინაიდან „მარსელმა“ თამაში არ გააგრძელა, ლიგა 1-ის რეგლამენტის თანახმად გუნდს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.