21-წლამდელთა შემადგენლობა – ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

0
5

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 28 აგვისტოს 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ახალგაზრდული ნაკრები 7 სექტემბერს, ბუქარესტში რუმინეთის 21-წლამდე ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ – 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი) გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), შოთა შეყილაძე (თელავი).

რამაზ სვანაძის გუნდი, რუმინელ თანატოლებს ბუქარესტის შემოგარენში, ქალაქ ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მაისი-ივნისში 8-დღიანი საწვრთნელი პროცესი გაიარა, ხოლო მანამდე, ბოლო საერთაშორისო ოფიციალური მატჩი, 29 მარტს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბელარუსის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც საქართველოს გამარჯვებით – 4:1 დასრულდა.