შენგელიამ ბელგიაში გოლით დაიწყო

0
12

ლევან შენგელიამ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში დებიუტი გოლით აღნიშნა.

მე-5 ტურში “ლუვენი”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ზაფხულში შეუერთდა შინ “ეუპენთან” 1:4 დამარცხდა.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა.

ქართველის მოედანზე შესვლიდან 10 წუთში სტუმრებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს, ხოლო 83-ე წუთზე შენგელიამ პრესტიჟის გოლი მიითვალა.

მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ლევანმა მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ, ერთი შეხებით ბურთს ადგილი კარში მიუჩინა.

“ლუვენი” 3 ქულით 18-გუნდიან ბელგიის ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.