ქართული სამეულის წარუმატებელი დებიუტი აპოელში

0
9

აპოელის ქართველი ლეგიოენრებისთვის ახალ გუნდში დებიუტი ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა.

კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში აპოელი სტუმრად “პაფოსს” შეხვდა და 0:4 განადგურდა.

სტუმართა შემადგენლობაში ნახევარმცველებმა თორნიკე ოქრიაშვილმა და ბუბა დაუშვილმა, ასევე თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების სამივე ფებურთელი აპოელში მიმდინარე ზაფხულში ფამაგუსტას “ანორთოსისიდან” გადავიდა.

“პაფოსმა” ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა. სტუმრებმა პირველი ტაიმისთვის დამატებულ პირველ წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღეს, ხოლო შესვენებამდე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. პაფოსელებმა აპოელის კარი მეოთხედ 62-ე წუთზე დალაშქრეს.