კიტეიშვილი პირველად სასტარტოს მიღმა და „შტურმის“ საშინაო ფრე

0
1

ოთარ კიტეიშვილი მიმდინარე სეზონში გრაცის „შტურმის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვერ მოხვდა.

ავსტრიის ბუნდესლიგი მე-5 ტურში გრაცელები შინ ვენის „აუსტრიას“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.

კიტეიშვილი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა. სტუმრებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო გოლი 47-ე წუთზე გაიტანეს.

„შტურმმა“ მეტოქის კარი მეორედ 51-ე წუთზე აიღო, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 69-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაუშვა.

„შტურმი“ 19 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 5 ქულით ჩამორჩება.