დავითაშვილი ტრავმირებულია და სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზამდე ვერ ითამაშებს

0
4

ზურიკო დავითაშვილი ტრავმირებულია და ამიტომ, ტულას „არსენალს“ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში შინ მოსკოვის „სპარტაკთან“ საშინაო მატჩში ვერ დაეხმარა, რომელიც 1:1 დასრულდა.

ტულელთა გულშემატკივრების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა „კრასნოდართან“ შეხვედრაში წვივის ორთავა კუნთი დაიზიანა და სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზამდე ვერ ითამაშებს.

20 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის წინ „არსენალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.