ვენესუელას ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

0
1

ჟოზე პეზეირუმ ვენესუელას ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ვენესუელას ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.

61 წლის პორტუგალიელისა და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრების წასვლის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა.

პეზეირუ ვენესუელას ნაკრებს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით გუნდმა კოპა ამერიკის 2021 წლის გათამაშებაში ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.