„სამგურალის“ საშინაო სტადიონზე 3000 სკამი დამონტაჟდება

0
1

წყალტუბოს „სამგურალის“ საშინაო არენაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, იუწყება კლუბის პრესსამსახური.

26 მაისის სახელობის სტადიონზე სექტემბრის ბოლოს 3000 ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდება.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პირველი ფაზის დროს სტადიონზე სკამების ნაწილი დამონტაჟდა, ხოლო ახლა დარჩენილი ნაწილი მონტაჟდება.

„სამგურალი“, რომელსაც სოსო ფრუიძე წვრთნის, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წელს დაბრუნდა და 22 ტურში აღებული 29 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.