მაურისიო პოჩეტინო არ გამორიცხავს, რომ პსჟ-ში ლიონელ მესის დებიუტი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში შედგება.
პარიზელთა არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მე-3 ტურში სტუმრად „ბრესტთან“ 4:2 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ლეოსთვის ეს კვირა ძალიან კარგი იყო. მომდევნო კვირა ხანგრძლივი იქნება და თუ ყველაფერი კარგად წავა, იმედია ის უკვე განაცხადში იქნება და გუნდის ნაწილი საშეჯიბრო დონეზე გახდება“ – აღნიშნა პოჩეტინომ.
აქვე გეტყვით, რომ „ბრესტთან“ შეხვედრაში პარიზელებიდან გოლები ანდერ ერერამ, იდრისე გეიემ, კილიან მბაპემ და ანხელ დი მარიამ გაიტანეს.
პსჟ მომდევნო ტურში, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება, სტუმრად „რეიმსს“ შეხვდება.
