მზადება ბანიკოვის თასისთვის – 17-წლამდელებმა შეკრება დაიწყეს

0
6

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი, 25-31 აგვისტოს, კიევში გასამართ ბანიკოვის თასზე ასპარეზობისთვის ემზადება.

საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში, საქართველოს გარდა, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის, ბულგარეთის, თურქეთის, უზბეკეთის და სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

ტურნირის ფორმატის მიხედვით, 8 მონაწილე გუნდი, A და B ჯგუფებში, გადანაწილდება.

3 ტურის შემდეგ, თითოეული გუნდი, მეორე ჯგუფის ცხრილში იდენტური პოზიციის მქონე ნაკრებს ეთამაშება და ტურნირზე მოპოვებული საბოლოო ადგილია, ასეთი ფორმით გამოვლინდება. მათ შორის ჩემპიონიც, სადაც ფინალურ მატჩში, A და B ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.

ბანიკოვის ტურნირი | B ჯგუფი

თურქეთი 17:00 საქართველო  – 26.08.2021 | კოლოსი, ბორისპოლი

უზბეკეთი 17:00 საქართველო – 27.08.2021 | ვოლოდიმირ მელნიკი, ობუხივი

საქართველო 17:00 სლოვაკეთი – 29.08.2021 | ვოლოდიმირ მელნიკი, ობუხივი

ფინალური მატჩები – 30.08.2021

17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი)

მცველები: გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი სურმავა (დინამო თბილისი), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მარტვილი), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), ლუკა შეროზია (დინამო თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ამინ კარაევი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), მიხეილ ზეცაშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ლუკა პარკაძე (უკლუბოდ), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), დავით მიქაია (სფფ-ის აკადემია).

თავდამსხმელები: გიორგი ფარცხვანია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა).

ბანიკოვის თასზე, 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 25 აგვისტოს გაემგზავრება. დღეს, ტურნირის სამზადისის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, კომენტარი 17-წლამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – გიორგი ჩიტაურმა გააკეთა და აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებია. შეკრების დაწყებამდე გაკეთებული ტესტების შედეგების გამო, ასაკობრივ ნაკრების შემადგენლობას თენგო გობეშია და დემეტრე ციკოლია გამოაკლდნენ.