მამარდაშვილი მეორედ სასტარტოში და ქულა გრანადაში

0
4

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.

ვალენსიელები ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში სტუმრად “გრანადას” დაუპირისპირდნენ და ქულა აიღეს – 1:1.

შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში კოლუმბიელმა ლუის სუარესმა გახსნა, რომელმაც თანამემამულე კარლოს ბაკას გადაცემის შემდეგ მცველ ალდერეტეს აჯობა და ქართველ მეკარეს კუთხეში აუღებლად დაურტყა.

“ვალენსიამ” პირველი ტურის მსგავსად გოლი ისევ პენალტიდან გაიტანა, რომელიც კვლავ კარლოს სოლერმა გამოიყენა.

“ვალენსია” 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა.

სხვათა შორის, მამარდაშვილმა კარეირაში “გრანადასთან” მეორედ ითამაშა. მან ესპანელებთან პირველი თამაში შარშან თბილისის “ლოკომოტივის” მაისურით  ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართა, როდესაც ქართული გუნდი სტუმრად 0:2 დამარცხდა.