ბუფონის პირველ მატჩი „პარმაში“ 26 წლის შემდეგ

0
3

ლეგენდარულმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „პარმაში“ დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

იტალიის სერია B-ს პირველ ტურში „პარმა“ სტუმრად „ფროზინონეს“ დაუზავდა, ხოლო 43 წლის ბუფონმა შეუცვლელად ითამაშა.

მან მატჩის შემდეგ „პარმას“ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მიმართა:

„მიზნის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯეთ. ეს რთული, ხანგრძლივი და დაბალანსებული ჩემპიონატი იქნება. ყოველი ბურთისთვის ბრძოლა მოგვიწევს, რათა ის მივიღოთ, რაც გვსურს“- დაწერა იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.

ბუფონმა პროფესიონალური კარიერა „პარმაში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაში დებიუტი 1995 წელს, 17 წლის 9 თვისა და 22 დღის ასაკში „მილანთან“ (0:0) ითამაშა.

ის 2001 წელს ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა, რომელშიც 2021 წლამდე ასპარეზობდა (გამონაკლისი 2018-2019 წლების სეზონია, როდესაც ბუფონი პსჟ-ში გამოდიოდა).