ავთო ებრალიძის დებიუტი კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში შედგა.
„დოქსა“, რომელსაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი მიმდინარე ზაფხულში შეურთდა, ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად აეკ-ს დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 1:1.
ებრალიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 49-ე წუთზე გაიტანეს. „დოქსას“ 52-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს და მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა.
ებრალიძემ ბოლო ორი სეზონი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის „ლეიშოეშში“ ჩაატარა, რომლის მაისურით 33-ჯერ ითამაშა.
გარდა ამისა, ის კარიერის მანძილზე პორტუგალიის „ოლივეირენსეში“, „ჟილ ვისენტეში“, „აკადემიკა ვიზეუში“, „შავიშში“, „ნასიონალში“ და რუმინეთის „ვოლუნტარში“ გამოდიოდა.
