„არსენალმა“ 23 წლის მეკარე შეიძინა

0
1

ლონდონის „არსენალმა“ მეკარე არონ რამსდეილი „შეფილდ იუნაიტედიდან“ შეიძინა.

ლონდონელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელმა ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, „არსენალმა“ რამსდეილში 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და იქიდან გამომდინარე თუ რამდენად ხშირად ითამაშებს მეკარე ახალ გუნდში, შესაძლოა „შეფილდ იუნაიტედმა“ დამატებით 6 მილიონი მიიღოს.

მიმდინარე სეზონში რამსდეილმა „შეფილდის“ მაისურით ინგლისის ჩემპიონშიფში 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.