რაფა მირი „სევილიაში“ ითამაშებს

0
4

„სევილიამ“ ინგლისის „ვულვერჰემპტონიდან“ თავდამსხმელი რაფა მირი შეიძინა.

24 წლის თავდამსხმელმა ანდალუსიელებთან კონტრაქტი 2026-2027 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.

„სევილიას“ ფეხბურთელის ყიდვა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშა, 13,7 მილიონი გირვანქა სსტერლინგი დაუჯდა.

რაფა მირი „ვულვზში“ 2018 წელს „ვალენსიადან“ გადავიდა, მაგრამ ინგლისურ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

ის ჯერ „ლას პალმასში“ გაანათხოვრეს, შემდეგ „ნოტინგემ ფორესტში“, ხოლო გასული სეზონი „უესკაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში 39 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.