ქეცბაიამ და ლორიამ ისრაელიდან შანსი წამოიღეს

0
15

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსოსმა“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად ისრაელში ბეერ შევას „ჰაპოელთან“ ფრედ დაასრულა.

გუნდებმა ორი ტაიმის განმავლობაში გოლი ვერ გაიტანეს და „ანორთოსისს“ საპასუხო მატჩის წინ წარმატების არცთუ ცუდი შანსი აქვს.

კვიპროსელთა შემადგენლობაში მოედანზე ორი ტაიმი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ გაატარა.

„ანორთოსისი“ „ჰაპოელს“ 26 აგვისტოს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს.