პეცელა „ბეტისში“ დაბრუნდა

0
3

სევილიას „ბეტისმა“ ფლორენციის „ფიორენტინადან“ მცველი ხერმან პეცელა შეიძინა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა ესპანეთის ლა ლიგის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. 30 წლის უკანახაზელი „ბეტისში“ 2015-2018 წლებშიც გამოდიოდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, პეცელას სანაცვლოდ „ბეტისმა“ 7,5 მილიონი ევრო გადაიხადა.

გასულ სეზონში არგენტინელმა „ფიორენტინას“ შემადგენლობაში 33-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა.