მესის დებიუტი გადაიდო

0
5

ლიონელ მესის დებიუტი „პარი სენ ჟერმენში“ გადაიდო.

დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში პარიზელები სტუმრად „ბრესტს“ შეხვდებიან და 34 წლის არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს გუნდის განაცხადში არაა.

მესი ჯერჯერობით სასურველ კონდიციაში არ იმყოფება და ფრანგული მედიის ვარაუდით, ის ახალ გუნდში პირველ შეხვედრას 29 აგვისტოს სტუმრად „რეიმსთან“ ჩაატარებს.

დღეს, პსჟ-ს ბრაზილიელი ნეიმარც ვერ დაეხმარება, მაგრამ დიდი ალბათობით ფრანგულ გუნდში იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარის და ევრო-2020-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი შედგება.

პსჟ-მ ლიგა 1-ის პირველ ტურში გასვლაზე „ტრუას“ 2:1 აჯობა, ხოლო შინ „სტრასბურგს“ 4:2 მოუგო. სსს