კვარაცხელია განაცხადში აღარაა – ოფიციალური მიზეზი დაზიანებაა, არაოფიციალური – ტრანსფერი

0
6

ყაზანის „რუბინმა“ განმარტა თუ რატომ აღარაა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგაში გუნდის განაცხადში.

„ხვიჩა კვარაცხელია დაზიანების გამო დროებით აღარაა პრემიერ ლიგაში „რუბინის“ განაცხადში. მის მაგივრად განაცხადში გუნდის ახალწვეული მონტასაარ ტალბი იქნება“ – იუწყება „რუბინის“ პრესსამსახური.

„რუბინის“ ოფიციალურ განცხადებამდე, რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია კვარაცხელიას განაცხადიდან გამოყვანის შესახებ.

რუსული მედიის ინფორმაციით, „რუბინმა“ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბის ტრანსფერს ამზადებს.

თუმცა, ყაზანელების მტკიცებით კვარაცხელია დროებით განაცხადიდან იმის გამო ამოიღეს, რომ ლეგიოენრებზე დაწესებული ლიმიტის პირობები არ დაერღვიათ.

20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგში 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო უეფას კონფერენს ლიგაში 2-ჯერ ითამაშა.