ხოჭოლავამ კონფერენს ლიგის ჯგუფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

0
5

„კოპენჰაგენმა“, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავამ იცავს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად „სივასფორი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 42-ე წუთზე გააფრთხილეს.

„კოპენჰაგენი“ 55-ე წუთზე დიქსის გოლით დაწინაურდა, ხოლო 59-ე წუთზე საპასუხო ბურთი ჯეიმსმა გაიტანა.

მე-60 წუთზე თურქების კარი იენს სტაგემ აიღო და ეს გოლი საბოლოოდ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„კოპენჰაგენი“ „სივასფორს“ 26 აგვისტოს უმასპინძლებს.