„გენტი“, რომლის შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში დამარცხდა.
ბელგიელები სტუმრად პოლონეთის „რაკუვთან“ 0:1 დამარცხდნენ. ჩაკვეტაძე „გენტის“ სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.
მან მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგაში მეორე თამაში ჩაატარა და ორი შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა.
განვლილი თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე გაიტანეს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში ბელგიაში 26 აგვისტოს შედგება.
