ბენზემა „რეალში“ 2023 წლამდე დარჩება

0
4

ქარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა „სამეფო კლუბთან“ ხელშეკრულება 2023 წლამდე დადო.

„რეალმა“ ბენზემა 2009 წელს საფრანგეთის „ლიონიდან“ შეიძინა. განვლილ პერიოდში 33 წლის ფეხბურთელმა მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირში 560 მატჩი ჩაატარა და 281 გოლი გაიტანა.

მან „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა 3-ჯერ, ესპანეთის თასი 3-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, უეფას სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო.