პირველად კოპა ლიბერტადორესის ისტორიაში – ერთი ქვეყნის სამი გუნდი ნახევარფინალში

0
6

კოპა ლიბერტადორესის გათამაშება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე ისტორიული აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ ტურნირის არსებობოს ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე პირველად ნახევარფინალში ერთი ქვეყნის სამი კლუბი ითამაშებს.

სამივე მათგანი ბრაზილიურია: „პალმეირასი“, „ატლეტიკო მინეირო“ და „ფლამენგო“.

სხვათა შორის, გამორიცხული არაა, რომ მეოთხე ნახევარფინალისტიც ბრაზილიის წარმომადგენელი აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ „ფლუმინენსე“ სტუმრად ეკვადორის „ბარსელონას“ დაამარცხებს. პირველი მატჩი რიო დე ჟანეიროში 2:2 დასრულდა.

ნახევარფინალის პირველი მატჩები 22 სექტემბერს შედგება, ხოლო საპასუხო – 29 სექტემბერს.

კოპა ლიბერტადორესის მიმდინარე გათამაშების ფინალი 27 ნოემბერს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში სტადიონ „სენტენარიოზე“ გაიმართება.