„ფერენცვაროში“ შვეიცარიაში დამარცხდა – დვალი და ხარაიშვილი ისევ ტრავმირებულნი არიან

0
4

„ფერენვაროში“, რომელშიც ქართველი ლეგიოენერები მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად „იანგ ბოიზთან“ 2:3 დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში ბუდაპეშტელთა მიერ ჩატარებული სხვა მატჩების მსგავსად, საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დვალი და ხარაიშვილი განაცხადში არც ამჯერად იყვნენ. ამის მიზეზი ტრავმებია.

უნგრელები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო შვეიცარიელებმა საპასუხო ბურთი მე-16 წუთზე გაიტანეს. 25-ე წუთზე მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს.

მე-40 წუთზე „იანგ ბოიზი“ დაწინაურდა, ხოლო 65-ეზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა. „ფერენცვაროშმა“ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე 82-ე წუთზე შეამცირა.