პედრო მოურინიოსთან კონფლიქტის გამო „ლაციოში“ მიდის

0
5

ესპანელი თავდამსხმელი პედრო „რომასთან“ კონტრაქტს გაწყვეტს და „ლაციოში“ გადავა, იუწყება ინგლისური მედია.

34 წლის ფეხბურთელს რომაელთა ახალ თავკაც ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა არ სურს და კლუბის შეცვლას ამიტომ გეგმავს.

პედროსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი ერთად ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობდნენ.

მაშინ, მოურინიოს გაშვების შემდეგ, ესპანელმა მას სუსტი სპეციალისტი უწოდა.

პედროს „რომასთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში „ლაციოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს.

სხვათა შორის, უკვე 30 წელიწადზეა მეტია რაც „რომადან“ დაუძინებელ მტერ „ლაციოში“ არავინ გადასულა.

პედრომ გასულ სეზონში რომაელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.