„ნიკემ“ „ტვენტესგან“ 9 უპასუხო გოლი გაუშვა

0
4

თბილისის „ნიკე“, რომელსაც გივი კვარაცხელია წვრთნის, ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში მე-9 ჯგუფში ენსხედეში ადგილობრივ „ტვენტესთან“ 0:9 დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

მასპინძლებიდან 4 გოლი ფენა კალმამ გაიტანა. „ტვენტე“ პირველი რაუნდის ფინალში სერბეთის სუბოტიცას „სპარტაკს’ შეხვდება, რომელმაც ირლანდიის „პიმაუნტ იუნაიტედი“ 5:2 დაამარცხა.

21 აგვისტოს „ნიკე“ ჯგუფში მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში სწორედ „პიმაუნტ იუნაიტედს“ შეხვდება.