„დინამოს“ მწვრთნელი: „გაგნიძე მოთამაშეა, რომელიც დროთა განმავლობაში მოუმატებს“

0
5

მოსკოვის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელ სანდრო შვარცს მიაჩნია, რომ ლუკა გაგნიძე ის ფეხბურთელია, რომელიც დროთა განმავლობაში მოუმატებს. მან ამის შესახებ sport-express.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

-„ურალში“ „დინამოდან“ იჯარით გაშვებული გაგნიძე თამაშობს. ხომ არ გეშინიათ, რომ კარაპუზოვის ისტორია განმეორდება?

სანდრო შვარცი: „კარაპუზოვთან დაკავშირებით სამწუხარო გამოცდილება გვქონდა. ეს აღარ გამახსენოთ. გაგნიძე ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. მან მატჩების უმრავლესობა თადარიგში დაიწყო. შესაბამისად ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია.

ეს ის მოთამაშეა, რომელიც დროთა განმავლობაში მოუმატებს“.

18 წლის გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. მოსკოველებმა ქართველი „ურალში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.