„ატლეტიკომ“ ლორენტეს გამოსასყიდი ფასი 180 მილიონამდე გაზარდა

0
2

მარკოს ლორენტემ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

„ატლეტიკომ“ 26 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი 180 მილიონ ევრომდე გაზარდა.

გასულ სეზონში, ლორენტემ მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.