მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს -ქართველის მოგერიებაც საუკეთესოა

0
5

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ასევე, მის მიერ „ხეტაფესთან“ მატჩის მიწურულს მოგერიებული ბურთი  საუკეთესოდ აღიარეს.

„ვალენსიაში“ ჩატარებულ შეხვედრის ბოლო წუთებში ხეტაფელი მაქსიმოვიჩის დარტყმის შემდეგ ბურთი მასპინძლების მცველს შეეხო და მიმართულება შეიცვალა, მაგრამ 20 წლის ქართველმა მეკარემ შესაშური რეაქცია გამოავლინა და მასპინძლები გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.

ქართველ მეკარეს კარგი თამაში დაუფასდა და ესპანეთის ლა ლიგის ოფიციალურ მიმოხილვაში მამარდაშვილის მოგერიება საუკეთესო აღიარეს.

ამასთანავე, ლა ლიგის სასტარტო ტურში გამორჩეულ 5 საუკეთესო მოგერიებას შორის, ესპანელმა ჟურნალისტებმა მისი მოგერიება ნომერ პირველად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ განვლილი თამაში „ვალენსიამ“ კარლოს სოლერის მიერ პირველ ტაიმში გატანილი პენალტით 1:0 მოიგო.