„ბაიერნის“ მეცხრე სუპერთასი, ნაგელსმანის პირველი ტიტული

0
2

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი არსებობის ისტორიაში მეცხრედ მოიგო.

დორტმუნდელთა საშინაო არენალ „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართულ მატჩში ბავარიელებმა „ბორუსია“ 3:1 დაამარცხეს.

მატჩის 41-ე წუთზე ანგარიში პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. 49-ე წუთზე, თომას მიულერმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. 64-ე წუთზე, მარკო როისმა საპასუხო გოლი გაიტანა. 74-ე წუთზე, ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა.

პოლონელმა „ბაიერნის“ მაისურით ზედიზედ მე-14 მატჩში გაიტანა. ის მხოლოდ აწ გარდაცვლილ ლეგენდარულ გერდ მიულერს ჩამორჩება, რომელამც 1969-1970 წლების სეზონში მოწინააღმდეგეთა კარი მიჯრით 16 შეხვედრაში დალაშქრა.

სხვათა შორის, მატჩის დაწყებამდე „ბაიერნის“ ფეხბურთელები მოთელვაზე 9-ნომრიანი მაისურებით გავიდნენ, რომელზეც მიულერის გვარი იყო წარწერილი.

ბავარიელებმა სუპერთასი მეცხრედ მოიგეს, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე 6 გამარჯვებით დორტმუნდის „ბორუსიაა“.

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თავის კარეირაში პირველი ტიტულუ მოიპოვა. ის „რეკორდმაისტერს“ სათავეში მიმდინარე სეზონის წინ ჩაუდგა.