წიტაიშვილის დებიუტი და “ჩერნომორეცის” პირველი გამარჯვება

0
4

გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, ოდესის “ჩერნომორეცი” სტუმრად “მარიუპოლს” შეხვდა და 3:2 დაამარცხა.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც კიევის “დინამომ” “ჩერნომორეცში” სეზონის წინ გაანათხოვრა, შეუცვლელად ითამაშა და 62-ე წუთზე გააფრთხილეს.

ოდესელთა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ბექა ვაჩიბერაძე თადარიგში იყო და თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

მასპინძლები მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო ოდესელებმა გოლები მე-16, 46-ე და 55-ე წუთებზე გაიტანეს. “მარიიპოლმა” მეტოქის კარი მეორედ 82-ე წუთზე პენალტიდან აიღო.

“ჩერნომორეცმ” ამ სეზონში პირველი თამაში მოიგო და 3 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.

“კოლოსი” შინ “რუხს” დაუზავდა – 1:1, ხოლო მასპინძლებში ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა სიჭინავამ მეორე ტაიმი ჩაატარა. “რუხი” 24-ე წუთზე დაწინაურდა, “კოლოსმა” კი ანგარიში 65-ე წუთზე გაათანაბრა. “კოლოსი” 5 ქულით მე-8 პოზიციაზეა.