სანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა

0
10

NBA-ს საზაფხულო ლიგაზე „ქართული“ დაპირისპირება შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი“ გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერის“ წინააღმდეგ.
მოედანზე მათი უშუალო დაპირისპირებაც ვიხილეთ ერთ ეპიზოდში ბეჟანიშვილმა აჯობა მამუკელაშვილს და ორქულიანი ჩაუგდო, მომდევნო ეპიზოდში კი სანდრომ გიორგის დაუფარა.
გიორგი ბეჟანიშვილმა 7 წუთი ითამაშა. მან დენვერს 2 ქულა შესძინა. მისსავე ანგარიშზეა თითო პასი და დაფარებაც.
სანდრო მამუკელაშვილმა 22 წუთი ითამაშადა “მილუოკის” რიგებში გამოსვლისას საუეთესო შედეგიანობა აჩვენა – 20 ქულა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4 სამქულიანიდან 3 ჩააგდო. სანდრომ ბურთი 7-ჯერ მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), ერთხელ მეტოქეს დააფარა. სანდრო მილუოკელთა საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მატჩი “დენვერმა” 94:87 მოიგო.