მარადიშვილის შეძენა მოსკოვის „ლოკომოტივს“ სურს

0
3

მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველ კონსტანტინე მარადიშვილის შეძენა კიდევ ერთ დედაქალაქურ კლუბ „ლოკომოტივს“ სურს.

ცსკა წარმოშობით ქართველ, მაგრამ რუსეთის მოქალაქე 20 წლის ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ აფასებს.

Sport-express.ru-ს ინფორმაციით, მარადიშვილის აგენტი მისი მამა კობა მარადიშვილია, რომელიც უკმაყოფილოა შვილის ამჟამინდელი კონტრაქტით, რომლის პირობების მიხედვით მისი ანაზღაურება წელიწადში 300000 ევროა.

თუმცა, თავად ფეხბურთელის მამამ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კონსტანტინე ცსკა-ში თავისი მდგომარეობით კმაყოფილია.

მარადიშვილი ცსკა-ს აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 48 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, მარადიშვილი რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ესპანეთთან მალტასთან მატჩებისთვის გამოიძახეს.