მაკარიძემ სეგუნდა დივიზიონი თადარიგში დაიწყო

0
13

გიორგი მაკარიძემ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

„ალმერია“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გამოდის, სტუმრად „კარტახენას“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.

მაკარიძე თადარიგში იყო და არ უთამაშია. ეს გასაკვირია, რადგან გასულ სეზონში 31 წლის ფეხბურთელი „ალმერიას“ სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო და 33 მატჩი ჩაატარა.

მისი დიდი დამსახურებაა, რომე ალმერიელებმა ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშეს.