კურტუამ „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
10

ტიბო კურტუამ მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ „სამეფო კლუბს“ ხელშეკრულება 5 სეზონით გაახანგრძლივა და ესპანურ გრანდში 2026 წლამდე დარჩება.

„რეალმა“ კურტუა 2018 წელს ლონდონის „ჩელსისგან“ იყიდა. განვლილ პერიოდში 29 წლის მეკარემ ყველა ტურნირში მადრიდელთა კარი 130 შეხვედრაში დაიცვა.

მან „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა და სუპერთასი მოიგო. კურტუა 2019-2020 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. მანამდე, მან ორჯერ ეს პრიზი მადრიდის „ატლეტიკოს“ მაისურით მოიგო – 2012-2013 და 2013-2014 წლების სეზონებში.