ზურიკო დავითაშვილმა ტულას „არსენალის“ სასტარტო შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა.
ტულელები რუსეთის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში სტუმრად „კრასნოდარს“ დაუპირისპირდნენ და 2:3 წააგეს. არადა, მე-10 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ.
კრასნოდარელებმა 24-დან 37-ე წუთის ჩათვლით მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს. „არსენალმა“ ანგარიში ერთ ბურთამდე 86-ე წუთზე შეამცირეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველმა ამ სეზონში პირველად შეუცვლელად ითამაშა.
20 წლის დავითაშვილი „არსენალს“ სეზონის წინ შეურთდა და განვლილი 4 მატჩიდან ყველა სასტარტოში ჩაატარა.
„არსენალი“ 3 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
