ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასში გრძელდება NBA-ს საზაფხულო ლიგა. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი განიცადა. „ბაქზმა“ ამჯერად „ვაშინგტონთან“ წააგო 83:93.
22 წლის სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყოდა 26:48 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ვაშინგტონის“ მსუბუქი ფორვარდი – კორი კისპერტი გახდა, რომელმაც 18 ქულა მოაგროვა.
მომდევნო მატჩს “მილუოკი” 17 აგვისტოს “დენვერ ნაგითსთან” ჩაატარებს.
