„სლოვანში“ მხოლოდ კაშიამ ითამაშა, კანკავა თადარიგში დარჩა

0
3

ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ჯაბა კანკავა და გურამ კაშიამ გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

ბრატისლაველები მე-4 ტურში შინ „ზემპლინს“ დაუპირისპირდნენ და 3:1 გაიმარჯვეს.

„სლოვანში“ ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ მცველმა კაშიამ ითამაშა, რომელმაც მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნახევარმცველი კანკავა თადარიგში იყო და მოედანზე არ გასულა.

„სლოვანი“ 9 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.