„სიტის“ მარცხიანი სტარტი ბოლო 13 წელიწადში პირველად

0
5

მოქმედმა ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგის ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი ლონდონში ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით წააგო.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის განახლებიდან 10 წუთში სტუმართა კარი სამხრეთ კორეელმა სონმა აიღო.

ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა და „სიტი“ 2008 წლის შემდეგ პირველად პრემიერ ლიგის სასტარტო შეხვედრაში დამარცხდა.

გარდა ამისა, 2007 წლის მარტის შემდეგ, “სიტიმ” ყველა ტურნირში ზედიზედ სამი მატჩი ისე წააგო, რომ გოლი ვერ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰემმა“ თავის კაპიტნისა და საუკეთესო ბომბარდირის ჰარი კეინის გარეშე ითამაშა.