ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგა გოლით დაიწყო

0
6

„ჰათაიასფორში“ საბა ლობჟანიძის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.

თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში „ჰათაიასფორმა“ „ქასიმფაშა“ მიიღო, რომელსაც თავის დროზე შოთა არველაძე წვრთნიდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი, რომელიც ჰათაელებს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეურთდა, სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები მე-18 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ 0:1 აგებდნენ.

72-ე წუთზე, ლობჟანიძემ მეტოქის საჯარიმოში „კედელი“ გაითამაშა სენეგალელ მამე დიუფთან და მეკარსთან პირისპირ დარჩენილმა ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

„ჰათაისფორში“ გადასვლამდე 26 წლის ქართველმა 2 სეზონი „ანჯარაგიუჯუში“ გაატარა, სადაც თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 52 თამაშში 4 გოლი გაიტანა.