კიტეიშვილმა ისევ მოიგო, მიქაუტაძეს არ ენდნენ

0
4

გრაცის „შტურმმა“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

მე-4 ტურში, გრაცელები სტუმრად ლასკ-ს დაუპირისპირდნენ და 3:1 გაიმარჯვეს.

კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 89-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა შეცვალეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 66-ე წუთზე „შტურმმა“ ანგარიში გახსნა, რასაც 83-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი დაამატა. 85-ე წუთზე, მასპინძლებმა ერთი გოლი გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა საბოლოო წერტილი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დასვეს.

„შტურმი“ 9 ქულით 12-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზეა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-2 ტურში „მეცმა“ სტუმრად „ნანტთან“ 0:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დამარცხებულთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

„მეცი“ 1 ქულით 20-გუნდიან ლიგა 1-ში მე-15 ადგილზეა.